დროებით უმუშევრმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ მიანიშნა, რომ მუშაობას ინგლისში გააგრძელებს.
"იუვენტუსში" გატარებული 5 შესანიშნავი წლის შემდეგ, არ მინდა იმისათვის დავბრუნდე, რათა ისე რა სამუშაოს შევუდგე. ამიტომ არ ვიჩქარებ, ივნისამდე. 18 წელი ფეხბურთს ვთამაშობდი, 16 წელია მწვრთნელი ვარ. 34 წლის შემდეგ მცირე პაუზის აღება შეიძლება. ბოლოს და ბოლოს საიმისო დრო მაქვს, ხალხს დაველაპარაკო და იმით დავკავდე, რაც ფეხბურთის გარდა მაინტერესებს. მაგალითად, თეატრში წავიდე, მუზეუმში, უბრალოდ, წიგნი წავიკითხო.
მილანში ინგლისურს ვსწავლობ და გარკვეულ პროგრესსაც მივაღწიე. ურიგოდ არ ვლაპარაკობ, თანამოსაუბრისა კი ყველაფერი არ
მესმის. ხანდახან ვთხოვ, ნელა ილაპარაკოს. ინგლისურად გახმოვანებულ ფილმებს ვუყურებ და ინგლისურ წიგნებს ვკითხულობ. მოკლედ, დროს არ ვკარგავ", - გაუმხილა ალეგრიმ "გაძეტა დელო სპორტს".