7 დეკემბერს, პრემიერლიგის მე-16 ტურში "ლივერპულმა" გასვლაზე 3:0 მოუგო "ბორნმუთს".
"ლივერპული" 46 ქულით ლიდერია (15 მოგება და 1 ფრე) და 14 ნოემბერს აუტსაიდერ "უოტფორდს" უმასპინძლებს.
მოჰამედ სალაჰმა "წითლებში" 100 შეხვედრაში 63 გოლი გაიტანა, მისმა გუნდმა კი ყველა ტურნირზე 28 სექტემბრის შემდეგ პირველად არ გაუშვა გოლი.
"ლივერპულის" მწვრთნელმა იურგენ კლოპმა თქვა, რომ განსაკუთრებულმა გუნდმა თითქმის იდეალურად ითამაშა.
ბორნმუთი". "ვიტალიტი". 10 832 მაყურებელი
ბორნმუთი - ლივერპული 0:3
გოლები: 0:1 ოქსლეიდ-ჩემბერლენი (35), 0:2 კეიტა (35), 0:3 სალაჰი (54)