7 დეკემბერს, პრემიერლიგის მე-16 ტურში "ტოტენჰემმა" "ბარნლი" 5:0 დაამარცხა და ლონდონელთა შორის კორეელმა შემტევმა ჰენ მინ სონმა პრემიერლიგის სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო გოლი გაიტანა, თუ საუკეთესო არა.
"დეზები" კი, ამ გამარჯვების შემდეგ 23 ქულით მე-6 ადგილზეა და 15 დეკემბერს სტუმრად "ვულვერჰემპტონს" დაუპირისპირდება.
მოურინიოს გაწვრთნილმა გუნდმა პრემიერლიგაში 5 წლის შემდეგ პირველად მოახერხა 5 გოლის გატანა - 2015 წლის იანვარში "ჩელსიმ", რომელსაც პორტუგალიელი ედგა სათავეში, "სუონსის" 5:0 მოუგო.
ლონდონი. "ტოტენჰემ ჰოთსპური". 58 401 მაყურებელი
ტოტენჰემი - ბარნლი 5:0
გოლები: 1:0 კეინი (4), 2:0 ლუკას მოურა (9), 3:0 სონი (32), 4:0 კეინი (54), 5:0 სისოკო (74)