ეს ბევრჯერ უნდა ნახოთ - სონის შედევრი "ბარნლის" წინააღმდეგ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
7 დეკემბერს, პრემიერლიგის მე-16 ტურში "ტოტენჰემმა" "ბარნლი" 5:0 დაამარცხა და ლონდონელთა შორის კორეელმა შემტევმა ჰენ მინ სონმა პრემიერლიგის სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო გოლი გაიტანა, თუ საუკეთესო არა.

"დეზები" კი, ამ გამარჯვების შემდეგ 23 ქულით მე-6 ადგილზეა და 15 დეკემბერს სტუმრად "ვულვერჰემპტონს" დაუპირისპირდება.

მოურინიოს გაწვრთნილმა გუნდმა პრემიერლიგაში 5 წლის შემდეგ პირველად მოახერხა 5 გოლის გატანა - 2015 წლის იანვარში "ჩელსიმ", რომელსაც პორტუგალიელი ედგა სათავეში, "სუონსის" 5:0 მოუგო.

ლონდონი. "ტოტენჰემ ჰოთსპური". 58 401 მაყურებელი

ტოტენჰემი - ბარნლი 5:0

გოლები: 1:0 კეინი (4), 2:0
ლუკას მოურა (9), 3:0 სონი (32), 4:0 კეინი (54), 5:0 სისოკო (74)

მკითხველის კომენტარები / 1 /
ორი არგენტინელი შემდეგ მოხდა სასწაული და კორეელმა გაიტანა ესეთი გოლი
soni
14:34 08-12-2019
0

სიახლეები პოპულარული