"მანჩესტერ სიტი" "მანჩესტერთან" დამარცხდა და მისმა ჩემპიონობამ ჩაილურის წყალი დალია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
7 დეკემბერს, პრემიერლიგის მე-16 ტურში "მანჩესტერმა" "მანჩესტერ სიტი" 2:1 დაამარცხა.

სტუმრები პირველ ტაიმში 2:0 დაწინაურდნენ, 59-ე წუთზე ტრავმა მიიღო მასპინძელთა გუნდის მცველმა ჯონ სტოუნზმა, რომელიც ნიკოლას ოტამენდიმ შეცვალა და მან ანგარიშის შემცირება შეძლო, მაგრამ მისმა გუნდმა მატჩის გადარჩენა ვერ მოახერხა და წააგო.

"მანჩესტერ სიტი" 32 ქულით მესამე ადგილზე დარჩა, ლიდერ "ლივერპულს" 14 ქულით ჩამორჩა და ჩემპიონობისთვის ბრძოლას პრაქტიკულად გამოემშვიდობა.

16 ქულა - ეს "ქალაქელთა" მენეჯერ პეპ გვარდიოლას სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე ცუდი შედეგია.

"იუნაიტედი" კი 24 ქულით მეხუთე პოზიციაზე დამკვიდრდა.

მანჩესტერი.
"ეტიჰადი". 54 403 მაყურებელი
მანჩესტერ სიტი - მანჩესტერი 1:2
გოლები: 0:1 რეშფორდი (23, პენ), 0:2 მარსიალი (29), 1:2 ოტამენდი (85)
მკითხველის კომენტარები / 2 /
დიდმა აფრიკელმა ჰანიბალი დაამარცხა.
Istoria
01:09 08-12-2019
1
ხვალ არის თასის ფინალი ლოკომოტივი-საბურთალო 15:30-ზე,აბა ესენი არ წერენ და
თორნიკე
00:59 08-12-2019
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული