"ლესტერმა" ზედიზედ მერვე გამარჯვება მოიპოვა და "მანჩესტერ სიტი" 6 ქულით ჩამოიტოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
8 დეკემბერს, პრემიერლიგის მე-16 ტურში "ლესტერმა" სტუმრად "ასტონ ვილა" 4:1 დაამარცხა.

"ლესტერმა" ზედიზედ მერვე გამარჯვება იზეიმა, 38 ქულით მეორე ადგილზეა, ლიდერ "ლივერპულს" 8 ქულით ჩამორჩება, მესამეადგილოსან "მანჩესტერ სიტის" 6 ქულით უსწრებს და 14 დეკემბერს "ნორვიჩს" უმასპინძლებს.

ბოლოს "მელიები" 5 ოქტომბერს "ლივერპულთან" დამარცხდა - 1:2.

"ლესტერის" თავდამსხმელმა ჯეიმი ვარდიმ დუბლი შეასრულა, მიჯრით მერვე შეხვედრაში დალაშქრა მეტოქის კარი და 16 გოლით ჩემპიონატის ბომბარდირია. 12 გოლით ვიცე-ბომბარდირი "ჩელსის" ფორვარდი ტემი აბრაჰამია.

ბირმინგემი. "ვილა პარკი". 41 908 მაყურებელი
ასტონ ვილა - ლესტერი 1:4
გოლები: 0:1 ვარდი (20),
0:2 იჰენაჩო (41), 1:2 გრილიში (45+2), 1:3 ევანსი (49), 1:4 ვარდი (75)
მკითხველის კომენტარები / 2 /
ნიკა მელიას შემხედვარე ყველა კონტექსტში ყველა ჯიშის მელია შემძულდა
გოგა
12:50 09-12-2019
1
ბოლოს "მელიები" 5 ოქტომბერს "ლივერპულთან" დამარცხდა - 1:2.

„მელიები“ მრავლობითია და დამარცხდნენ უნდა იყოს.

ლესტერი დამარცხდა, ხოლო მელიები დამარცხდნენ !
ჟურნალისტობაზე როცა თავს დებთ, ქართული ენა და გრამატიკა უნდა იცოდეთ.
ქომაგი
10:19 09-12-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული