ინგლისურმა კლუბებმა ანჩელოტისთვის ბრძოლა დაიწყეს

AutoSharing Option
"ნაპოლის" ყოფილი მთავარი მწვრთნელის გათავისუფლებიდან საათებია გასული, თუმცა ლონდონის "არსენალი" და ლივერპულის "ევერტონი" იტალიელი სპეციალისტისათვის ბრძოლაში ჩაერთნენ.

Sky Sport Italia-ს ინფორმაციით, "მეთოფეები" 60 წლის ანჩელოტისთვის ბრძოლაში "ევერტონს" უსწრებენ, რადგან "არსენალიდან" პაპა კარლოს გათავისუფლებისთანავე დაურეკეს.

"არსენალის" მთავარი მწვრთნელის მოვალეობებს უნაი ემერის გათავისუფლების შემდეგ ფრედერიკ ლიუნბერგი ასრულებს. შვედის ხელმძღვანელობით ლონდონელებმა პრემიერლიგაში 3 შეხვედრა ჩაატარეს: 1 მოიგეს, 1 ფრედ ითამაშეს და 1 წააგეს.

16 ტურის შემდეგ "არსენალი" პრემიერლიგის ცხრილში მე-9 ადგილზეა. აქამდე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "მეთოფეების" მთავარი მწვრთნელის პოსტზე მიკელ არტეტასა ("მან, სიტის"
მეორე მწვრთნელი) და ნუნუ ეშპირიტუ სანტუს ("ვულვზი") განიხილავდნენ.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ანჩელოტის ადგილი მილანია
გია
14:18 12-12-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული