ესპანური El Desmarque-ს ცნობით, ლონდონის "ჩელსის" ფრანგი ნახევარმცველი ნგოლო კანტე სეზონის დასრულების შემდეგ ლონდონის "ჩელსის" დატოვებას აპირებს და კარიერის მადრიდის "რეალში" გაგრძელება სურს.
კანტე ლონდონური კლუბის მაისურით 2016 წლიდან თამაშობს, სადაც "ლესტერიდან" გადავიდა. 28 წლის ფეხბურთელს "ჩელსისთან" კონტრაქტი 2023 წლამდე აკავშირებს.
წლევანელ სეზონში კანტემ ინგლისის პრემიერლიგის 10 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 3 გოლიც გაიტანა. ფრანგმა 3 თამაში ჩემპიონთა ლიგაზეც ჩაატარა.
დეშამი: ლამპარდი კანტეს არგამოძახებას მთხოვს, მაშინ სანაცვლოდ ჟირუ უფრო ხშირად ათამაშოს
"ჩელსიმ" კანტეს გოლით "კრისტალ პალასს" სძლია [VIDEO]
მორცხვი, პატარა და ლამაზი - როგორ უმღეროდნენ ფრანგები კანტეს, რომელმაც ლეო მესი შეაჩერა [VIDEO]