სარგებელი არ მოაქვს და ახლა დააზარალა კიდეც: იოზილის სიტყვების გამო ჩინელები "არსენალის" მატჩს აღარ აჩვენებენ

AutoSharing Option
ამერიკული მედია საშუალება Bloomberg-ის ინფორმაციით, ჩინური ტელეარხი CCTV ინგლისის პრემიერლიგის მე-17 ტურის ცენტრალურ შეხვედრას, რომელშიც ერთმანეთს "არსენალი" და "მანჩესტერ სიტი" შეხვდებიან, აღარ აჩვენებს, რისი მიზეზიც მესუთ იოზილის კრიტიკა გახდა.

CCTV სახელმწიფო სამაუწყებლო კომპანიაა და ის ფლობს მთელი ჩინეთის ტერიტორიაზე ტელეტრანსილაციის უფლებას. "არსენალის" მატჩის ნაცვლად ჩინელები "ტოტენჰემისა" და "ვულვზს" შორის გასამართ შეხვედრას აჩვენებენ.

მესულთ იოზილმა მკაცრად გააკრიტიკა ჩინეთის მთავრობა უიღურების მიმართ დისკრიმინაციული პოლიტიკისა და დევნის გამო. უიღურები თურქული წარმოშობის ხალხია, რომელთა დიდი ნაწილი (10 მილიონი) ჩინეთში ცხოვრობს. ჩინეთს კი ბრალს სდებენ
უიღურების რელიგიური და კულტურული უფლებების შეზღდვასა და მათ წინააღმდეგ აგრესიული პოლიტიკის გატარებაში.

"არსენალმა" მართალია, ოფიციალური განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნავდნენ, ეს მხოლოდ იოზილის პირადი განცხადება იყო, თუმცა, როგორც ჩანს, საქმეს არცა ამ გადაწყვეტილებამ უშველა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
მესუთ იოზილი,არსენალისათვის იმ ბუმერანგად გადაიქცა,მიხოს რომ ეჭირა ხელში და გადაგდება უნდოდა.გაკოტრებამდე მიიყვანს კლუბს.ისტორიაც მხოლოოდ სათავისოდ სცოდნია ბიჭს.
სოსო
16 დეკემბერი 2019 12:17
0
მაგან თავის ქვეყნის ისტორია საერთოდ თუ იცის ნეტავ?! აღმოსავლეთ თურქეთში რა წარმომავლობის ხალხი ცხოცრობს თუ დაინტერესებულა ოდესმე? და რამდენი აიძულეს თავიანთ სარწმუნოებაზე რომ გადასულიყო...
Vasili
15 დეკემბერი 2019 17:34
0
ასე ძაან თუ უყვარს თავისი თურქეთი გერმანიის ნაკრებში რატო თამაშობს
გიორგი
15 დეკემბერი 2019 16:54
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული