იურგენ კლოპი: მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი შუა სეზონში არ უნდა ტარდებოდეს

AutoSharing Option
"ლივერპულის" მენეჯერმა იურგენ კლოპმა მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე გამოთქვა მოსაზრება.

"ეს ტურნირი შუა სეზონში არ უნდა ტარდებოდეს, თუმცა ჩვენთვის მნიშვნელოვანი შეჯიბრებაა და ამიტომ ვიმყოფებით აქ.

ფიფას უნდოდა ტურნირი ზაფხულში ჩაეტარებინა, მაგრამ ამ დროს აფრიკის თასის გათამაშება ტარდება. უნდა დასხდნენ მაგიდასთან და მოილაპარაკონ, რომ ორი დიდი ტურნირი ერთდროულად არ გაიმართოს.

არ შეიძლება ასე ტურნირის დამატება. ეს არ მუშაობს", - განაცხადა კლოპმა.

18 დეკემბერს, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ნახევარფინალში "ლივერპული" მექსიკის "მონტერეის" შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული