ბრიტანული საიტის, The Sun-ის ინფორმაციით, ლონდონის "ჩელსის" მფლობელ რომან აბრამოვიჩს და "არისტოკრატების" ყოფილ დამრიგებელ კარლო ანჩელოტის შორის საინტერესო დიალოგი იმართებოდა ხოლმე.
როცა "ჩელსის" საქმეები რთულად იყო და გუნდი სასურველი შედეგებს ვერ აჩვენებდა, რომან აბრამოვიჩი ანჩელოტის შეტყობინების სახით კითხვით ნიშანს უგზავნიდა - "?".
პაპა კარლომ მსგავსი შეტყობინება რამდენჯერ მიიღო და ამის შემდეგ თავადაც მოკლედ უპასუხა რუს ოლიგარქს - ძახილის ნიშანი გაუგზავნა - "!".
ბუნებრივია, აღნიშნული სქრინი თავად ანჩელოტის ან აბრამოვიჩის მობილური ტელეფონით არაა გაკეთებული, თუმცა მთელ მიმოწერას მაინც მოიცავს.