"არსენალი" ხვალ მთავარ მწვრთნელად მიკელ არტეტას წარადგენს

AutoSharing Option
The Sun-ის ინფორმაციით, მიკელ არტეტა ხვალ ოფიციალურად დაინიშნება "არსენალის" მთავარ მწვრთნელად.

როგორც იცით, ის ამჟამად "სიტის" დამრიგებლის ხოსეპ გვარდიოლას ასისტენტია. ჩვენ ინგლისელი კოლეგები წერენ, რომ არტეტა დღეს "ქალაქელთა" ფეხბურთელებს, მწვრთნელებსა და სტაფს უკვე დაემშვიდობა.

"არსენალმა" იუწყა, რომ ხვალ პრესკონფერენცია გაიმართება, სადაც გულშემატკივარს საინტერესო ამბავს ამცნობენ და დიდი ალბათობით, ეს საინტერესო ამბავი მიკელ არტეტას მწვრთნელად დანიშვნა იქნება.

აქვე გეტყვით, რომ ფეხბურთელის რანგში არტეტა "არსენალში" 2011/16-წლებში ასპარეზობდა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული