მესუთ იოზილი თურქულ გრანდში გადასვლასთან ახლოსაა

AutoSharing Option
ლონდონის "არსენალის" გერმანელი ნახევარმცველი მესუთ იოზილი ძალიან ახლოსაა იჯარის წესით კარიერის სტამბულის "ფენერბახჩეში" გაგრძელებასთან.

როგორც Fotomac-ი იტყობინება, სტამბულელებს 31 წლის ნახევარმცველის საკუთარ რიგებში ხილვა 2019/20 წლების სეზონის ბოლომდე სურთ.

"ფენერბახჩეს" სპორტული დირექტორი დამიენ კომოლი, რომელიც ადრე "ლივერპულსა" და "ტოტენჰემში" მუშაობდა, ამჟამად ლონდონში იმყოფება. იოზილთან შეთანხმება, შესაძლოა, ამ კვირაშივე გაფორმდეს.

ლონდონელებთან ხელშეკრულება იოზილს 2021 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული