"ჩელსიმ" "ტოტენჰემი" ვილიანის დუბლით დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
22 დეკემბერს, პრემიერლიგის მე-18 ტურში "ჩელსიმ" "ტოტენჰემს" 2:0 სძლია.

დუბლი 31 წლის ბრაზილიელმა ნახევარმცველმა ვილიანმა შეასრულა. ეს ჩემპიონატზე ჩატარებულ 215 მატჩში მისი მეორე დუბლია - პირველი 3 წლის წინ შეასრულა.

"ჩელსი" 32 ქულით მეოთხე ადგილზეა, "ტოტენჰემი" კი 26 ქულით - მეშვიდეზე.

62-ე წუთზე "ტოტენჰემის" ნახევარმცველმა სონმა მუცელში ფეხი ჩაარტყა მეტოქე გუნდის მცველ ანტონიო რიუდიგერს და გააძევეს - მან წელს 3 წითელი ბარათი მიიღო, რაც ინგლისში მიმდინარე წლის ანტირეკორდია.

ლონდონი. "ტოტენჰემ ჰოთსპური". 61 104 მაყურებელი
ტოტენჰემი - ჩელსი 0:2
გოლები: 0:1 ვილიანი (12),
0:2 ვილიანი (45+4, პენ)
გაძევება: სონი (62)
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული