"ტოტენჰემ ჰოთსპურის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ კომენტარი გააკეთა ლონდონის "ჩელსის" მცველ ანტონიო რუდიგერის ქცევაზე სონ ჰენ მინის წითელი ბარათის ეპიზოდში.
"იმედი მაქვს, რომ ინგლისის პრემიერლიგა პრემიერლიგად დარჩება. ყურადღება არა სონის მოქმედებაზე, არამედ რუდიგერზე უნდა გავამახვილოთ.
მხედველობაში არ მაქვს ინციდენტი რასიზმის შესახებ, არამედ ის ეპიზოდი, როცა სონმა წითელი ბარათი მიიღო. რაც რუდიგერმა გააკეთა, პრემიერლიგაში მაგის ადგილი არ არის. ადექი, ბიჭი და ითამაშე, ეს ხომ ინგლისის პრემიერლიგაა.
გარკვეულ ქვეყნებში, განსაკუთრებით, ლათინურ ამერიკაში, პორტუგალიაში, ესპანეთსა და იტალიაში ასეთ რამ ხდება ხოლმე, ეს მათი კულტურის ნაწილია, თუმცა არა ინგლისის პრემიერლიგის.
სერიოზულად, რას ფიქრობთ, შემდეგ შეხვედრაში თამაშს შეძლებს? იმედი მაქვს, რომ ამას მოახერხებს", - უთხრა ჟოზემ Sky Sports-ს.