"ჩელსის" ყოფილი მეკარე: სარის სიმართლე პირდაპირ ვუთხარი, ის ხომ ბანკის მმართველი იყო...

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსის" ყოფილმა ფეხბურთელმა, მეკარე რობერტ გრინმა The Athletic-თან საუბარში ლონდონელთა ყოფილ დამრიგებელ მაურისიო სარისთან მომხდარ კონფლიქტზე გააკეთა კომენტარი.

"მანჩესტერ სიტისთან" 0:6 წაგების შემდეგ სარის საკუთარი პოზიცია ავუხსენი. მე ვუთხარი: "შენ არანაირი გეგმა B არ გაქვს. ამ გუნდში არ არიან მოთამაშეები, რომლებიც თქვენ რამეს გეტყვიან. ისინი პატივისცემით გეპყრობიან და საკუთარი აზრის გამოხატვის ეშინიათ. ჩემთვის კი სულ ერთია რა შეიძლება ამას მოჰყვეს." 15 წუთის განმავლობაში ვლაპარაკობდი.

შემდეგ ბევრი მოვიდა და შემაქო ასეთი გაბედული რომ აღვმოვჩნდი.  ის ბანკის ყოფილი მმართველია, ახლა კი
- გუნდის მწვრთნელი.

სარიმ საკუთარ თავში წარმატების ფორმულა შეიმუშავა და ისეთი შეგრძნება მაქვს, ყველაფერი ასე იყო: "მე მათემატიკოსი ვარ, მე შევქმენი ფორმულა და ყველაფერი ვიცი."

თუმცა, საქმე იმაშია, რომ შენ სხვა გუნდს ეთამაშები, რომელსაც ასევე სურს მოგება და შეიძლება შენი ჩანაფიქრი გამოიცნოს. სარის კი მხოლოდ ერთი ტაქტიკა და ერთი გზა ჰქონდა,"- აღნიშნა რობერტ გრინმა, რომელმაც გასული სეზონის შემდეგ კარიერა დაასრულა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული