ანჩელოტი: სამ დღეში ბევრს ვერ მოასწრებ - შემდეგ ხელმძღვანელობას გუნდის გაძლიერებაზე დაველაპარაკები

AutoSharing Option
"ევერტონის" ახალმა მენეჯერმა კარლო ანჩელოტიმ "ბარნლისთან" მომავალ მატჩზე ისაუბრა.

"მიმზიდველად უნდა ვითამაშოთ. გულშემატკივრები შემტევ ფეხბურთს იხილავენ. არ ვიცი, შევძლებთ თუ არა, მაგრამ შევეცდებით.

სამ დღეში ბევრს ვერ მოასწრებ, თუმცა ვცდილობ, პირველ ვარჯიშებზე გარკვეული იდეები დავნერგო. რა თქმა უნდა, ამ პერიოდში რადიკალურად რამის შეცვლას არ ვაპირებ. საჭიროა გავიმარჯვოთ, რამეთუ ეს ახლა ძალიან მნიშვნელოვანია.

ყველაფერ ამას დრო სჭირდება, ერთ საათში ვერ მოხდება. მოთმინება გვმართებს. დარწმუნებული ვარ, მალე ყველაფერს გამოვასწორებთ. კარგი გუნდია, შემადგენლობით კმაყოფილი ვარ.

სრულყოფილებისაკენ უნდა ვისწრაფვოდეთ, ეს შეგვიძლია. ამ პერიოდში ბევრი
მატჩი გვაქვს და კონცენტრირებაა აუცილებელი. შემდეგ კლუბის ხელმძღვანელობას გუნდის გაძლიერებაზე დაველაპარაკები, - ციტირებს ანჩელოტის Sky Sports-ი.

მკითხველის კომენტარები / 1 /
კაი რა პაპი შეგვრცხვეს,რა ევრტონი ტო წესიერ გუნდში ვერ წახვედი სადმე,ბოლო ბოლო მილანში მაინც დაბრუნებულიყავი
თორნიკე
21:59 25-12-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული