
ლონდონის "ჩელსის" ნახევარმცველმა ნგოლო კანტემ აღიარა, რომ ჭადრაკის მოყვარულია.
"ჭადრაკი! ზოგჯერ ოლივიე ჟირუსთან ერთად ვთამაშობ. ჭადრაკში ვუგებ. ვფიქრობ, მე უფრო ვარ ტაქტიკოსი მოთამაშე, ვიდრე ის", - ციტირებს კანტეს Canal+.
ნგოლო კანტემ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 15 მატჩი ჩაატარა, სადაც 3 გოლი გაიტანა.