ლონდონის "ჩელსი" იანვარში "ლაიპციგის" თავდამსხმელის, ტიმო ვერნერის ყიდვას შეეცდება. ამის შესახებ ინფორმაციას Daily Express-ი ავრცელებს.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ გუნდის მთავარი მწვრთნელი ფრენკ ლემპარდი ტრანსფერებისთვის 150 მლნ ევროს მიიღებს.
ლონდონური კლუბის სკაუტები უკვე აკვირდებოდნენ გერმანელ ფორვარდს "ლიონისა" და "ლაიპციგის" ჩემპიონთა ლიგის მატჩის დროს.
ამასთან ერთად, ფეხბურთელს ასევე აკვირდებიან "ლივერპული" და "მანჩესტერ იუნაიტედი".
თავად "ლაიპციგი" ვერნერის გაყიდვის შემდეგ "ზალცბურგის" ფორვარდის, ერლინ ჰოლანის ყიდვას შეეცდება, რომლის გამოსყიდვა კონტრაქტის მიხედვით მინიმუმ 20 მლნ ევროს სანაცვლოდ არის შესაძლებელი.
ვერნერმა მიმდინარე სეზონში ბუნდესლიგის 17 მატჩში
მიიღო მონაწილეობა, სადაც 18 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა.