
ლონდონის "არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა მიკელ არტეტამ გამოთქვა სურვილი, კლუბმა "ლესტერის" საყრდენი ნახევარმცველი უილფრედ ნდიდი გადაიბიროს, - ამის შესახებ ინფორმაციას Sky Sports-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ლონდონური კლუბი მზადაა ნდიდის სანაცვლოდ გრანიტ ჯაკას შეელიოს და დამატებით 52 მლნ ევრო გადაიხადოს.
მიმდინარე სეზონში 23 წლის ნიგერიელმა "ლესტერის" მაისურით 17 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა. ნდიდი "ლესტერში" 2017 წლიდან გამოდის. ის ინგლისში ბელგიური "გენკიდან" გადაბარგდა.
შეგახსენებთ, რომ "არსენალი" პრემიერლიგაში მე-11 ადგილზეა.