"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ სერხიო აგუეროს შესახებ ისაუბრა.
"მისი შეცვლა ერთ-ერთი ყველაზე რთული ამოცანა იქნება. სერხიო უბრალოდ შეუცვლელია. კიდევ ერთი შესანიშნავი თავდამსხმელი გაბრიელ ჟეზუშის სახით გვყავს. შეიძლება ვინმე მოვიდეს, როცა სერხიო წავა, მაგრამ ის შეუცვლელია.
კლუბისთვის ყველაზე მთავარი მომენტი, უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ჩემპიონთა ლიგის მოგებაა, ის გოლია ქპრ-ის კარში. ის ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე ოთხი ტიტული ერთ სეზონში.
ადრე თუ გვიან ეს მოხდება, ის თავად გადაწყვეტს, როდის წავიდეს. დარწმუნებული ვარ, რომ კლუბი მის ადგილზე სხვა იპოვის, მაგრამ ეს ადვილი
არ იქნება. რა თქმა უნდა, მას შეუძლია დარჩეს, მაგრამ ეს მის ფიზიკურ მდგომარეობაზეა დამოკიდებული და მის სურვილზე. მასთან არ მილაპარაკია და არ ვიცი მისი გეგმები", - თქვა გვარდიოლამ Mirror-თან საუბარში.