ლონდონის "ჩელსის" სატრანსფერო სამიზნე ქპრ-ის ნახევარმცველი ებერეჩი ეზე გახდა.
Daily Mail-ის ინფორმაციით, "ლურჯებს" 21 წლის ნიგერიელის გუნდში მოყვანა უკვე იანვარში სურთ.
ადრე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ეზეს გადაბირება ლონდონის "ტოტენჰემსაც" სურს.
მიმდინარე სეზონში ეზემ ქპრ-ის მაისურით 24 მატჩში ითამაშა, სადაც 9 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა. მისი ტრანსფერის საბაზრო ღირებულება 5 მლნ ევროა.