"ლესტერს" "მილანის" ფეხბურთელის დამატება სურს

AutoSharing Option
იტალიელი სპორტული ჟურნალისტის, ნიკო სკირას ინფორმაციით, "ლესტერს" "მილანის" თურქი ნახევარმცველის, ჰაკან ჩალჰანოღლუს დამატება სურს.

თავის მხრივ, "როსონერი" მზად არის 25 წლის ფეხბურთელის გასაშვებად, თუ "მელიები" იტალიურ გრანდს მათთვის საინტერესო წინადადებით მიმართავს.

თუ ჩალჰანოღლუს "მილანის" დატოვება მოუწევს, ფეხბურთელი არც ბუნდელისგაში დაბრუნების წინააღმდეგია, სადაც ის "ლევერკუზენისა" და "ჰამბურგის" შემადგენლობაში თამაშობდა.

თურქი ნახევარმცველი "მილანის" რიგებში მესამე სეზონს ატარებს და კლუბთან კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული