მინო რაიოლა: "მანჩესტერ იუნაიტედში" არავის მივიყვან, ისინი პელესაც კი გაანადგურებენ

AutoSharing Option
პოლ პოგბას აგენტი მინო რაიოლა მისი კლიენტის "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლას ნანობს.

შეგახსენებთ, რომ ადრე პოგბა "იუვენტუსში" გამოდიოდა.

"ახლა ალბათ არავის მივიყვანდი "მანჩესტერ იუნაიტედში". ისინი მარადაონას, პელესა და მალდინისაც კი გაანადგურებდნენ. პოლ ისეთი კლუბი და გუნდი სჭირდება, როგორც პირველ სეზონში "იუვენტუსში" ჰყავდა", - ციტირებს რაიოლას La Repubblica.

26 წლის პოგბამ მიმდინარე სეზონში 8 მატჩი ჩაატარა "მანჩესტერ იუნაიტედის" მაისურით ყველა ტურნირზე და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული