2 იანვარს, პრემიერლიგის 21-ე ტურში "ლივერპულმა" საკუთარ მოედანზე "შეფილდ იუნაიტედი" 2:0 დაამარცხა.
სალაჰს ზედიზედ მეხუთე სეზონში ინგლისის ჩემპიონტზე 10+ გოლი გააქვს.
ნახევარმცველმა კეიტამ მოთელვაზე ტრავმა მიიღო და მწვრთნელმა იურგენ კლოპმა მის ნაცვლად სასტარტოში მილნერი დააყენა.
მანემ გასული სეზონის დასაწყისიდან საშინაო შეხვედრებში 25 გოლი გაიტანა - უფრო მეტი მხოლოდ მესიმ და მბაპემ გაიტანეს.
"ლივერპული" 58 ქულით ლიდერია, მეორეადგილოსან "ლესტერს" 13 ქულით უსწრებს, თან 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული და 11 იანვარს სტუმრად "ტოტენჰემს" დაუპირისპირდება.
მცველმა რობერტსონმა მიმდინარე სეზონში ჩემპიონატზე მე-17 საგოლე გადაცემა გააკეთა - უფრო მეტი, 20 პასი მხოლოდ მისი თანაგუნდელის, ალეკსანდერ-არნოლდის ანგარიშზეა.
"ლივერპულმა" პრემიერლიგაში უკანასკნელი 37 მატჩიდან 32 მოიგო და 5 ფრედ დაასრულა.
ლივერპული. "ენფილდი". 53 321 მაყურებელი
ლივერპული - შეფილდ იუნაიტედი 2:0
გოლები: 1:0 სალაჰი (4), 2:0 მანე (65)