ინგლისის ჩემპიონშიპში 34 წლის თავდამსხმელმა უეინ რუნიმ სადებიუტო მატჩში "დერბის" უკაპიტნა, შეუცვლელად ითამაშა, საგოლე გადაცემა გააკეთა და თავის ახალ გუნდს "ბარნსლის" დამარცხებაში (2:1) დაეხმარა.
45-ე წუთზე მისი პასით ანგარიში თავდამსხმელმა ჯეკ მერიოტმა გახსნა.
რუნიმ "დერბისთან" კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გააფორმა და გუნდის მოთამაშე-მწვრთნელია.
26 ტურის შემდეგ "დერბი" 33 ქულით მე-17 ადგილზეა და 11 იანვარს სტუმრად "მიდლსბროს" შეხვდება.