"ევერტონის" მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ "ლივერპულთან" მომავალ მატჩზე ისაუბრა.
"მოცემულ მომენტში მსოფლიოს საუკეთესო გუნდს უნდა შევხვდეთ. მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონები გახდნენ. ვულოცავ.
არ მინდა ენერგია ტრანსფერებზე ლაპარაკით დავხარჯო. უკანასკნელად "ევერტონმა" ტურნირი 1995 წელს მოიგო. გაგვიჭირდება, მაგრამ უშიშრად უნდა ვეცადოთ საქმის გაკეთებას.
ყველამ იცის, როგორ თამაშობს "ლივერპული". ფანტასტიკური გუნდია, ფანტასტიკური კონტრშეტევებით. არ შეიძლება მასთან 90 წუთი დაცვაში ჩადგე. ჩვენი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ.
ვფიქრობ, ჩემს გუნდში კარგი განწყობაა. ფეხბურთელებს გამუდმებით ვესაუბრები. მომთმენი უნდა ვიყო, ფეხბურთელებს კი სიახლეებთან ადაპტირება მართებთ, - ციტირებს ანჩელოტის BBC Sport-ი.