ოლე-გუნარ სოლსკიაერი: პოგბა იანვარში არ დაგვტოვებს

AutoSharing Option
"მანჩესტერის" მენეჯერი ოლე-გუნარ სოლსკიაერი უარყოფს პრესაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ნახევარმცველი პოლ პოგბა გუნდს იანვარში დატოვებს.

"პოგბა იანვარში "იუნაიტედიდან" არ წავა. ხიმენესმა დღეს "ვულვერჰემპტონთან" შესანიშნავად ითამაშა. ის ჩვენ კლუბთან დაკავშირებულია და არ მინდა ჭორებზე კომენტარი გავაკეთო", - ციტირებს სოლსკიაერს BBC.

პოგბას კოჭ-წვივის ტრავმის გამო სეზონის მნიშვნელოვანი ნაწილი გაუცდა, დეკემბრის ბოლოს სამთვიანი პაუზის შემდეგ ითამაშა, ისევ ტრავმა მიიღო და ოპერაცია გაუკეთეს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული