"ლივერპულის" ფანები ტრამპს მიმართავენ: III მსოფლიო ომის დაწყება იქნებ ამ დრომდე გადაგედოთ...

AutoSharing Option
"ლივერპულის" ფანები ძალიან შეაწუხა მესამე მსოფლიო ომის პოტენციურმა საფრთხემ და გულშემატკივართა ნაწილი სოციალური ქსელის საშუალებით აღნიშნულ საკითხს გამოეხმაურა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსაც მიმართა. 

"იქნებ, როგორმე მესამე მსოფლიო ომი ინგლისის პრემიერლიგის დასრულებამდე მაინც აგვერიდებინა თავიდან,"- დაწერა ერთ-ერთმა ფანმა.

"საოცარი გრძნობაა, როცა პრემიერლიგის ტიტულს 30 წელია ელოდები, გაიღვიძებ და იგებ, რომ ტრამპი მესამე მსოფლიო ომის დასაწყებად ყველაფერს აკეთებს,"- აღნიშნა ასევე "წითლების" გულშემატკივარმა. 

"ლივერპულმა" პრემიერლიგა მესამე მსოფლიო ომის გამო რომ ვერ მოიგოს ყველაზე ლივერპულური ამბავი იქნება,"- განაცხადა კიდევ ერთმა "სქაუზერსმა". 

"ბატონო დონალდ,
იქნებ მესამე მსოფლიო ომი ზაფხულისთვის გადაგედოთ? ყველა კმაყოფილი იქნებოდა,"- თქვა მერსისაიდელთა ფანატმა. 


altფენომენალურმა "ლივერპულმა" ახალი წელი გამარჯვებით დაიწყო - 37-დან 32 მოგება და 5 ფრე [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 7 /
მესამე მსოფლიო ომი არა ტოროლა. მაგის მტრებმა მისი კომპრომეტირება სცადეს ამ ვირუსით და ამის თვიდან აცილება ვერ შეძლო, მთელი მსოფლიო დაავადდა და რა მესამე მსოფლიო ომის დამწყებია ეგ დისნეის თოჯინა.
სტალინი
05 აპრილი 2020 15:12
0
იუმორი იყო ესეც და ბარსას გულშემატკივრების წერილები თუ კომენტარები. ყველაფერს როგორ ასერიოზულებთ ქართველები))) ბარსას ფანებმა ვალვერდე ირანის აგენტად გამოაცხადეს და იქნებ გვიშველოო))) აქ IQ საუბრობს ერთი ადამიანი და საკუთარ უვიცობას მალავს. დაბალი IQ რო არ გქონდეს ჯიგარო,მაშინ მიხვდებოდი რას გულისხმობდნენ გულშემატკივრები. შემიძლია დაგარწმუნოთ,რომ მე,როგორც ფეხბურთის გულშემატკივარს თქვენზე მაღალი IQ მაქვს.
ზედა მეზობელი
11 იანვარი 2020 10:52
0
რა ფეხბურთელები ნულოვანი IQ-თი და რა მათი გულშემატკივრები, მესამე არა მეხუთე მსოფლიო ომი. როგორც მუხთალ ეროვნებებს შეეფერება ისე მოიქცევა ირანი ტერორისტული აქტებით!
გია
05 იანვარი 2020 20:19
16
ეგ წლები ჩემპიონთა ლიგაზე გასასვლელადაც არ გვეყოფაა ))))
ტოტტი
05 იანვარი 2020 11:55
6
ჩვენ რამდენი ხნით ვთხოვოთ გადაგება 20, 30, 50 თუ 100 წლით :)
isa
05 იანვარი 2020 11:51
1
ვის ჩვენ?
levani
05 იანვარი 2020 17:33
5
არა ჩვენ პირიქით დაჩქარება უნდა ვთხოვოთ.დდდ ახლა რაც ჭირს ჩვენ ფეხბურთს ამის უარესი რა დაემართება, და თუ ომის მერე გადავრჩით იქნებ გვეშველოს რამე. ირანის ნავთობი ეგება ჩვენ დაგვრჩეს.დდდდდდდდდ
Rrrr
05 იანვარი 2020 13:51
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული