"ჩელსის" ყოფილმა ნახევარმცველმა პეტ ნევინმა გაამხილა, რომ თავისი კლუბის მფლობელი რომან აბრამოვიჩი კინაღამ ავტომობილით გაიტანა, რომელიც ველოსიპედით სეირნობდა.
"სამი წლის წინ შოტლანდიის კუნძულ არანზე ვისვენებდი. კუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში მანქანით მივდიოდი. ყოველთვის, როდესაც იქ ჩავდივარ, მთელ კუნძულს შემოვივლი ხოლმე. ციხესიმაგრის წინ შევუხვიე და ველოსიპედისტი კინაღამ გავიტანე.
რეაგირება მხოლოდ ბოლო მომენტში მოვასწარი, თორემ იმ ბიჭს მოვკლავდი. ის რომან აბრამოვიჩი იყო. რომ მომეკლა, რა ისტორია იქნებოდა. მომენატრებოდა. აბრამოვიჩის იახტა სანაპიროსთან იყო, თავად კი ველოსიპედით გადაადგილდებოდა. ახლაც არ იცის, რომ ის მე ვიყავი", -
ციტირებს ნევინს "მირორი".