"ასტონ ვილამ" "მილანს" ფორვარდის სანაცვლოდ 28 მილიონი ევრო შესთავაზა

AutoSharing Option
"ასტონ ვილა" "მილანის" პოლონელი ფორვარდის, კშიშტოფ პიონტეკის გადაბირებით არის დაინტერესებული, რომლის მიმართ სურვილსაც "ვესტ ჰემი", "ლევერკუზენი" და "რომა" გამოთქვამენ.

ბირმინგემელებმა 24 წლის თავდამსხმელის სანაცვლოდ კლუბს 28 მილიონი ევრო, ხოლო თავად ფეხბურთელს 2024 წლამდე კონტრაქტი და წლიურად 3 მილიონი ევრო ხელფასად, პლუს ბონუსები შესთავაზა. აღნიშნული ინფორმაცია იტალიელმა ჟურნალისტმა ნიკოლო სკიპამ გაავრცელა.

პიონტეკი, რომელმაც "კრისტალ პალასისა" და "ჯენოას" წინადადებები უარყო, "მილანმა" გენუური კლუბისაგან 2019 წლის იანვარში 36 მილიონ ევროდ შეიძინა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული