"ლივერპულის" მცველი ტრენტ ალეკსანდრ-არნოლდი გუნდის დეკემბრის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს, - იტყობინება მერსისაიდელთა ვებგვერდი.
გამოკითხვაში 21 წლის ინგლისელმა რობერტო ფირმინოს და მოჰამედ სალაჰს გადაუსწრო.
დეკემბერში ალეკსანდრ-არნოლდმა ყველა ტურნირზე 8 მატჩი ითამაშა, სადაც ერთი გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.