კლოპმა მოურინიოც დააჩოქა - ვინ შეაჩერებს "წითელ ექსპრესს"? [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
11 იანვარს, პრემიერლიგის 22-ე ტურში "ლივერპულმა" გასვლაზე "ტოტენჰემს" 1:0 სძლია.

"ლივერპულმა" 21 სასტარტო მატჩიდან 20 მოიგო და ევროპის ტოპ 5-ის ჩემპიონატების რეკორდი დაამყარა!

მატჩის წინ "წითლების" მენეჯერმა იურგენ კლოპმა თქვა, ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, რის უფლებას მივცემთ მეტოქეს, ჩვენი თამაში უნდა მოვახვიოთ თავსო. მოახვიეს კიდეც - პირველ ტაიმში სტუმრები დროის 73%-ში ფლობდნენ ბურთს და ფირმინომ დააწინაურა.

შეხვედრის დასასრულს მასპინძლები გააქტიურდნენ, იერიშების მიტანა დაიწყეს ალისონის კარზე, ორი კარგი მომენტი ვერ გამოიყენეს და დამარცხდნენ.

"ლივერპული" 61 ქულით ლიდერია, უახლოეს მდევარ "ლესტერს" 16
ქულით უსწრებს (თან 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული), ხოლო "ტოტენჰემი" 30 ქულით მერვე ადგილზეა.

"ლივერპული" "არსენალისა" და "მანჩესტერის" შემდეგ მესამე კლუბია, რომელმაც პრემიერლიგაზე ზედიზედ 30+ მატჩში გაიტანა გოლი. ამას გარდა, იურგენ კლოპის გუნდი ჩემპიონატზე 38 მატჩის განმავლობაში დაუმარცხებელია.

მოურინიოს ხელმძღვანელობით "ტოტენჰემი" მიჯრით მეოთხე შეხვედრაში ვერ ახერხებს გამარჯვების მოპოვებას.

ლონდონი. "ტოტენჰემ ჰოთსპური". 61 023 მაყურებელი
ტოტენჰემი - ლივერპული 0:1
გოლი: ფირმინო (37)
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული