ყოველგვარი შელამაზების, მიკიბვ-მოკიბვის და ეპატაჟურობის გარეშე, მოკლედ მოგიყვებით ამ ამბავს:
პორნოვარსკვლავი ელი ბრუკი "შეფილდ იუნაიტედის" დიდი ფანია და "ვესტ ჰემთან" მატჩის წინ საყვარელი გუნდის შემადგენლობაში გამარჯვების გოლის ავტორს უქმეების მასთან გატარებას დაჰპირდა.
შეფილდელებმა 1:0 გაიმარჯვეს, გოლი კი 23 წლის შოტლანდიელმა თავდამსხმელმა ოლივერ მაკბერნიმ გაიტანა და "პრემიალურიც" მიიღო. როგორც ჩანს, ფეხბურთელი და პორნოვარსკვლავი კმაყოფილნი დარჩნენ და ეს არც დაუმალავთ. აი, რა დაწერეს მათ სოციალურ ქსელში:
"3 ქულა და გოლი... ვისიამოვნე უქმეებისას", - წერს მაკბერნი.
"ვიცოდი, მოგეწონებოდა", - უპასუხა ბრუკმა.
სხვათა შორის, ნამატჩევს
გულშემატკივრები გოლის ავტორის სახელს სკანდირებდნენ და გაიძახოდნენ: "ოლი, დაკავდი სექსით ელისთან, ნა-ნა-ნა-ნა".
ვერაფერს იტყვი, დაიმსახურა, ალალია...