"ასტონ ვილასთან" მოგებულ მატჩში (6:1) "მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელმა სერხიო აგუერომ ჰეთ-თრიქი შეასრულა, საგოლე გადაცემა გააკეთა და 177 გოლით პრემიერლიგის ლეგიონერებს შორის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ "ქალაქელთა" მენეჯერ პეპ გვარდიოლას კითხვები დაუსვეს:
- თქვენს სამწვრთნელო კარიერაში საუკეთესო თავდამსხმელი აგუეროა?
- საუკეთესო მესია.
- კარგით, შეიძლება აგუერო საუკეთესო "ცხრიანია"?
- მესი საუკეთესო "ცხრიანია", "ათიანია", "თერთმეტიანია", "ექვსიანია" და "ოთხიანია". თუმცა, აგუერო ლეგენდაა. ჩვენ მისით ვამაყობთ. თუ შენი საქმე არ გიყვარს, დიდ წარმატებებს ვერ მიაღწევ.