გვარდიოლა: აგუერო საუკეთესო "ცხრიანია"? - მესი ყველაფერში საუკეთესოა

AutoSharing Option
"ასტონ ვილასთან" მოგებულ მატჩში (6:1) "მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელმა სერხიო აგუერომ ჰეთ-თრიქი შეასრულა, საგოლე გადაცემა გააკეთა და 177 გოლით პრემიერლიგის ლეგიონერებს შორის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ "ქალაქელთა" მენეჯერ პეპ გვარდიოლას კითხვები დაუსვეს:

- თქვენს სამწვრთნელო კარიერაში საუკეთესო თავდამსხმელი აგუეროა?
- საუკეთესო მესია.

- კარგით, შეიძლება აგუერო საუკეთესო "ცხრიანია"?
- მესი საუკეთესო "ცხრიანია", "ათიანია", "თერთმეტიანია", "ექვსიანია" და "ოთხიანია". თუმცა, აგუერო ლეგენდაა. ჩვენ მისით ვამაყობთ. თუ შენი საქმე არ გიყვარს, დიდ წარმატებებს ვერ მიაღწევ.

მკითხველის კომენტარები / 3 /
კრ7 ერთადერთი და განუმეორებელია.ვერასოდეს ვერ მიაღწევს იმის შედეგებს.მარტო ნაკრებში უკვე 99 ბურთი ფანტასტიკაა.გვარდიოლას ეტყობა 4-ც წამოცდა.მარტო ჩ.ლ-ს ფინალში ატლეტიკოსთან რამოსის მიერ ბოლო წამებზე თავით გატანილი ბურთი რომელსაც ყურებიანის მოგება მოჰყვა მინიმუმ არიფებთან გატანილ 100 ბურთს უდრის.
ასეა ეს
13 იანვარი 2020 14:51
8
ასეა ეს, იგივე ამაშია საქმე! ნეტავ არ ბჟუტურებდე საერთოდ რა? და საერთოდ ნუ შეაკიკინე ამ შენი "მფრინავი პენალდოთი"
ასეა ეს აბა?!
13 იანვარი 2020 17:12
0
აჰ, პეპ, ექვსიანის მაგივრად გეთქვა რა შვიდიანი:) მაინც ჯიგარი ხარ!
giglia
13 იანვარი 2020 14:10
0

სიახლეები პოპულარული