ჟოზე მოურინიო: იდიოტი კი არა ვარ, მესმის, კარგად რატომ არ თამაშობს ერიკსენი

AutoSharing Option
"ტოტენჰემის" მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ნახევარმცველ კრისტიან ერიკსენის სიტუაციაზე ისაუბრა, რომელიც "ინტერში" გადასვლასთან ახლოსაა.

"იდიოტი კი არა ვარ, მესმის, კარგად რატომ არ თამაშობს ერიკსენი. ასეთ ვითარებაში, რომც მოინდომოს... მე მას არ ვაკრიტიკებ... ნორმალურია, რომ მაღალ დონეზე ვერ ასპარეზობს.

რომელ მატჩებშიც მიიღო მონაწილეობა, დაგვეხმარა. მაგალითად, "ოლიმპიაკოსთან" და "ნორვიჩთან" ურიგოდ არ გაისარჯა.

ხვალ ვათამაშებ, რადგან შაბათს მატჩი გვაქვს. შესაძლოა, შაბათსაც ვათამაშო. მეტს ვერაფერს ვერ გეტყვით", - ციტირებს მოურინიოს BBC.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული