"ასტონ ვილამ" "მილანის" მეკარე პეპე რეინა ინათხოვრა

AutoSharing Option
"ასტონ ვილამ" "მილანის" მეკარე პეპე რეინა სეზონის ბოლომდე იჯარით აიყვანა. რეინა ბირმინგემულ გუნდში ტრავმირებულ ტომ ჰიტონს შეცვლის.

37 წლის რეინამ ამ სეზონში მხოლოდ 1 მატჩში მიიღო მონაწილეობა, "როსონერისთან" კი კონტრაქტი ზაფხულამდე აქვს გაფორმებული. მან ესპანეთის ნაკრების ღირსება 38 მატჩში დაიცვა.

"მილანმა" კი რეინას ნაცვლად "ბორნმუთის" ბოსნიელი მეკარე ასმირ ბეგოვიჩი ინათხოვრა, რომელიც სეზონის პირველ ნახევარში "ყარაბაღში" ასპარეზობდა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული