"მანჩესტერმა" "ვულვზს" 2012 წლის შემდეგ პირველად მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
15 იანვარს, ინგლისის თასის მესამე რაუნდის გადათამაშების მატჩში "მანჩესტერმა" საკუთარ მოედანზე 1:0 მოუგო "ვულვერჰემპტონს" და 1/16-ფინალში გავიდა.

ერთადერთი გოლი ვეტერანმა ნახევარმცველმა ხუან მატამ 67-ე წუთზე ენტონი მარსიალის პასით გაიტანა.

მასპინძელთა გუნდის თავდამსხმელი მარკუს რეშფორდი 64-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, მე-80 წუთზე კი ტრავმა მიიღო და მოედანი დატოვა.

აღსანიშნავია, რომ "მანჩესტერმა" "ვულვზს" 2012 წლის მარტის შემდეგ პირველად მოუგო, ხოლო "ვულვერჰემპტონს" "ოლდ ტრაფორდზე" 1980 წლის მერე არ უმარჯვია - 11 მატჩის განმავლობაში.

მეოთხე რაუნდში "იუნაიტედი" "უოტფორდი"-"ტრანმერის" წყვილში გამარჯვებულს შეხვდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული