ეშლი იანგმა "ინტერში" გადასვლის შემდეგ "მანჩესტერ იუნაიტედს" მიმართა

AutoSharing Option
მილანის "ინტერის" ახალწვეულმა ეშლი იანგმა საკუთარი ყოფილი კლუბის "მანჩესტერ იუნაიტედის" შესახებ ისაუბრა.

"მიმართვა "მანჩესტერ იუნაიტედს": შენ მომეცი საშუალება ლეგენდებთან მეთამაშა, მომეგო ტიტულები, მემუშავა ისტორიაში ყველაზე დიად მწვთნელთან და ვყოფილიყავი კაპიტანი. მადლობა, რომ მომეცი საშუალება გავმხდარიყავი შენი ისტორიის ნაწილი 8.5 წლის განმავლობაში", - დაწერა იანგმა "ტვიტერში".

34 წის ინგლისელი "წითელ ეშმაკებში" 2011 წლიდან გამოდიოდა. ამ ხნის განმავლობაში მან 261 მატჩი ჩაატარა და 19 გოლი გაიტანა.

იანგმა "ინტერთან" კონტრაქტი სეზონის ბოლომდე ერთი წლის გახანგრძლივების პერსპექტივით გააფორმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული