სოლსკიაერი: ჩვენ მიზანი პრემიერლიგის მოგებაა, თუმცა არ ნიშნავს, რომ ეს მიზანი რეალისტურია

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ოლე გუნარ სოლსკიაერმა მომავალ სეზონში გუნდის საჩემპიონო მიზნებზე ისაუბრა.

"რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანი ჩემპიონობაა, თუმცა არ ვამბობ, რომ ეს მიზანი რეალისტურია. ჩვენ სამართლიანად ჩამოვრჩებით ლიდერს, რომელსაც კვირას შევხვდებით. ვნახოთ, რა დონეზე ვართ მოწინააღმდეგესთან შედარებით.

ჩემპიონობა რამდენიმე ფეხბურთელთან ერთად უნდა მოვიპოვოთ, რომლებმაც გუნდს სარგებელი უნდა მოუტანოს. გულშემატკივტები და კლუბის ხელმძღვანელობა უკმაყოფილოა იმით, რომ ჩემპიონატში წანყვანი ადგილებისთვის არ ვიბრძვით.

ბევრი გულშემატკივარი ცხოვრობდა იმ პერიოდში, როცა "მანჩესტერი" სტაბილურად იგებდა პრემიერლიგას. ახლა ისეთი გუნდი აღარ გვყავს, საუკეთესოებს ჩამოვრჩებით. იქნებ
თასზე მოვახერხოთ გამარჯვება და ამან მოგების გემო გააგებინოს ფეხბურთელებს.

ჩვენ არ ვართ იქ, სადაც ყოფნასაც ვისურვებდით. ჩვენ პრემიერლიგისა და ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად გვსურს ბრძოლა,"- განაცხადა სოლსკიაერმა.

alt"მანჩესტერ იუნაიტედმა" "სპორტინგის" ნახევარმცველთან კონტრაქტი შეათანხმა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული