2 არ ჩაუთვალეს, 2 მაინც გაუტანა - "ლივერპული" "მანჩესტერ იუნაიტედსაც" ადვილად გაუსწორდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
19 იანვარს, პრემიერლიგის 23-ე ტურში, "ლივერპულმა" საკუთარ მიოედანზე 2:0 დაამარცხა "მანჩესტერ იუნაიტედი".

"ლივერპული" 64 ქულით ლიდერია, მეორეადგილოსან "მანჩესტერ სიტის" 16 ქულით უსწრებს და თან, 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული - ვერაფერს იტყვი, წარმოუდგენელი შედეგია.

მიმდინარე ჩემპიონატის 22 მატჩიდან "წითლებმა" 21 მოიგო და 1 ფრედ დაასრულა - ამას გარდა, ოცდაორივე შეხვედრაში დალაშქრა მეტოქის კარი, რაც უკანასკნელად "არსენალმა" 2001/02 წლების სეზონში მოახერხა.

"იუნაიტედმა" მეტოქის კარისკენ ბურთი პირველად მე-40 წუთზე დაარტყა - ენტონი მარსიალმა საჯარიმოს გარედან ააცილა.

მსაჯმა პირველ ტაიმში რობერტო ფირმინოსა და
ჯორჯინიო ვეინალდუმის გოლები არ ჩათვალა.

მცველმა ვირჯილ ვან დეიკმა ამ სეზონში ოთხი გოლი გაიტანა და ოთხივე თავით.

იურგენ კლოპის გუნდი სახლში ჩემპიონატზე 1001 დღის განმავლობაში დაუმარცხებელია - 52 შეხვედრიდან 42 მოიგო და 10 ფრედ დაასრულა.

კლოპის ხელმძღვანელობით ჩატარებულ 243 მატჩში "წითლებმა" 150 მოიგო, 54 ფრედ დაასრულა და 39 წააგო.

ლივერპული. "ენფილდი". 52 916 მაყურებელი
ლივერპული - მანჩესტერი 2:0
გოლები: 1:0 ვან დეიკი (14), 2:0 სალაჰი (90+3)

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული