"ლივერპულმა" პრემიერლიგაში ზედიზედ მე-14 გამარჯვება იზეიმა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
23 იანვარს, პრემიერლიგის 24-ე ტურში "ლივერპულმა" გასვლაზე 2:1 დაამარცხა "ვულვერჰემპტონი".

"ლივერპული" 67 ქულით ლიდერია, მეორეადგილოსან "მანჩესტერ სიტის" 16 ქულით უსწრებს, თან 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული და 29 იანვარს ლონდონში "ვესტ ჰემს" დაუპირისპირდება.

პირველ ტაიმში სტუმართა გუნდის თავდამსხმელმა სადიო მანემ ტრავმა მიიღო და ტაკუმი მინამინომ შეცვალა - ეს ინგლისის ჩემპიონატში იპონელის დებიუტია.

პრემიერლიგაში ბოლო 2 სეზონში "ლივერპულის" მცველმა ტრენტ ალეკსანდერ-არნოლდმა 22 საგოლე გადაცემა გააკეთა, რაც საუკეთესო შედეგია.

"ლივერპულმა" პრემიერლიგაში ზედიზედ მე-14 გამარჯვება იზეიმა, თუმცა 7-მატჩიანი გოლგაუშვებელი სერია შეწყვიტა.

იურგენ კლოპის
გუნდი ჩემპიონატში 40 შეხვედრის განმავლობაში დაუმარცხებელია და "არსენალის" რეკორდამდე 9 მატჩი უკლია.

ვულვერჰემპტონი. "მოლინე". 31 746 მაყურებელი
ვულვერჰემპტონი - ლივერპული 1:2
გოლები: 0:1 ჰენდერსონი (8), 1:1 ხიმენესი (51), 1:2 ფირმინო (84)

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული