რონალდინიო "არსენალის" თავდამსხმელზე: ის ახალგაზრდა რონალდოს მაგონებს

AutoSharing Option
მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა რონალდინიომ საქებარი სიტყვები არ დაიშურა ლონდონის "არსენალის" თავდამსხმელ გაბრიელ მარტინელის მისამართით.

"ჩვენ, ბრაზილიელები, ძალიან ვგულშემატკივრობთ გაბრიელს. ერთია, გქონდეს ნიჭი და მეორეა, 18 წლის ასაკში იყო თავდაჯერებული.

ის მე რონალდოს მაგონებს. ევროპაში ჩატარებულ პირველ სეზონში 30 გოლი გაიტანა და ხალხი ფიქრობდა: "ვინაა ეს ბრაზილიელი ბიჭი?"

მას ბურთი სურდა, მოწინააღმდეგეზე პირდაპირ მიდიოდა, არანაირი შიში არ ჰქონდა, მიუხედავად იმისა, თუ რა დონის ფეხბურთელების ან გუნდის წინააღმდეგ თამაშობდა. მე კი მსგავს თვისებებს მარტინელიში ვხედავ.

მას სურს, პირველი იყოს ბურთზე და გოლები
გაიტანოს. რონალდო მსოფლიოში საუკეთესო გახდა და ეს მიზანი შესაძლოა, მარტინელისაც ჰქონდეს.

დარწმუნებული ვარ, მისი დებიუტი ბრაზილიის ნაკრებში მოახლოებულია, ის ამისთვის მზადაა. ჩვენს ნაკრებში არასდროს აინტერესებდათ ასაკი. რონალდომ 17 წლის ასაკში ითამაშა ეროვნულ გუნდში, ნეიმარი და ჟეზუში მნიშვნელოვანი ფეხბურთელები იყვნენ თინეიჯერობისას.

თუ მოთამაშეს შესაძლებლობები და ნიჭი აქვს, ის შანსს მიიღებს. და შემდეგ მსოფლიოც ნახავს, რომ მარტინელის ტალანტი აქვს", - თქვა რონალდინიომ.

მომზადებულია Mirror-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული