"არსენალმა" "ბორნმუთს" სძლია და თასის 1/8-ფინალში გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
27 იანვარს, ინგლისის თასის 1/16-ფინალში "არსენალმა" გასვლაზე 2:1 მოუგო "ბორნმუთს" და გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდა.

მე-5 წუთზე მარტინელის პასით საკამ სტუმრები დააწინაურა. 26-ე წუთზე ნკეტიამ მეორედ დაამწუხრა მასპინძლები, ხოლო კომპენსირებულ დროში სარიჯმა ერთი საპასუხო გოლი გაიტანა.

1/8-ფინალში "არსენალი" რანგით მესამე დივიზიონის "პორტსმუთს" შეხვდება. მერვედფინალები 2-5 მარტს გაიმართება.

"არსენალმა" ფრეთა სამმატჩიანი სერია შეწყვიტა და მიკელ არტეტას ხელმძღვანელობით ჩატარებული 8 შეხვედრიდან 3-ჯერ იმარჯვა.

კენჭისყრის შედეგად მერვედფინალური წყვილები გაირკვა:

შეფილდ უენსდეი - მანჩესტერ სიტი
რედინგი/კარდიფი - შეფილდ იუნაიტედი
ჩელსი - შრუსბერი/ლივერპული
ვესტ ბრომვიჩი - ნიუკასლი/ოქსფორდი
ლესტერი - კოვენტრი/ბირმინგემი
ნორტჰემპტონი/დერბი - მანჩესტერი
საუთჰემპტონი/ტოტენჰემი - ნორვიჩი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული