გაბრიელ ჟეზუში პენალტების გაფუჭებაზე: არადა, ვარჯიშებზე კარგად ვურტყამ...

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" ფორვარდმა გაბრიელ ჟეზუშმა გააკეთა კომენტარი იმის შესახებ, თუ ასე ხშირად რატომ ვერ გააქვს პენალტები.

"როგორც წესი, მწვრთნელი მატჩის წინ, გასახდელში წერს სიას იმ ფეხბურთელებისა, თუ ვინ დაარტყამს პენალტს. წინა შეხვედრაში ეს მე უნდა გამეკეთებინა და ზოგადად, ჩვეულებრივ, ვურტყამ კიდეც. თუმცა, დღეს თუ 11-მეტრიანი დაინიშნა, მას გიუნდოგანი შეასრულებს.

ეს ფეხბურთია. ზოგჯერ უნდა გაჩერდე, უკეთესი გახდე და უფრო ძლიერი დაბრუნდე. ვარჯიშებზე ვურტყამ პენალტებს და უფრო მეტი გამაქვს, ვიდრე ვაფუჭებ.

5 დარტყმიდან მაქსიმუმ 1 ვერ გავიტანო, ხშირად ყველას ზუსტად ვასრულებ. თუმცა
შეხვედრებში სხვანაირად ხდება. ამ სეზონში პენალტი სამჯერ დავარტყი და ვერცერთხელ ვერ გავიტანე.

როცა ზედიზედ 3 პენალტს ვერ გაიტან, შემდეგ ჯერზე ზეწოლას გრძნობ, რომ აუცილებლად უნდა გაიტანო. ასე რომ, ეს გამოწვევაა. ვიცი, რომ მეტი ვარჯიში და პროგრესი მჭირდება", - თქვა ჟეზუშმა.

მომზადებულია ESPN-ის მიხედვით



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული