29 იანვარს, ინგლისის ლიგის თასის განმეორებით ნახევარფინალურ მატჩში "მანჩესტერ სიტი" სახლში 0:1 დამარცხდა "მანჩესტერთან".
თუმცა ფინალში პეპ გვარდიოლას გუნდი გავიდა, რადგან პირველი შეხვედრა 3:1 ჰქონდა მოგებული.
"ქალაქელები" ტურნირის ფინალში ზედიზედ მესამედ გავიდა და "ასტონ ვილას" შეხვდება. მატჩი პირველ მარტს "უემბლიზე" ჩატარდება.
"იუნაიტედის" ნახევარმცველმა ნემანია მატიჩმა გოლი გაიტანა და გააძევეს კიდეც. ის ჯერ კევინ ფრენდს ეუხეშა, ხოლო შემდეგ - ილქაი გიუნდოგანს.
მანჩესტერი. "ეტიჰადი"
მანჩესტერ სიტი - მანჩესტერი 0:1
გოლი: მატიჩი (35)
გაძევება: მატიჩი (76)