"საუთჰემპტონის" მცველი სედრიკ სუარიში ლონდონის "არსენალში" გადავიდა.
28 წლის პორტუგალიელი ლონდონურ კლუბში იჯარით სეზონის ბოლომდე გადავიდა, - იტყობინება "მეთოფეთა" ოფიციალური საიტი.
სუარიში "წმინდანების" ფეხბურთელი ჯერ კიდევ 2019 წელს გახდა, მანამდე კი მილანის "ინტერში" გამოდიოდა.
მიმდინარე სეზონში მცველმა ყველა ტურნირზე 19 მატჩი ჩაატარა, სადაც 1 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.