მას შემდეგ, რაც "მანჩესტერ სიტიმ" ინგლისის პრემიერლიგის 25-ე ტურში "ტოტენჰემთან" გასვლაზე წააგო (0:2), "ლივერპული" უახლოეს მდევარს 22 ქულით უსწრებს და რეკორდის დამყარების შანსი აქვს.
კლოპის გაწვრთნილ გუნდს ინგლისის ჩემპიონის ტიტულის გასაფორმებლად მხოლოდ 6 თამაშის მოგება სჭირდება. თუ "წითლები" მომდევნო 6 მატჩს მოიგებენ, "მანჩესტერ სიტისთან" შეხვედრამდე გახდებიან ინგლისის ჩემპიონები. "ქალაქელებთან" მატჩი კი 4 აპრილს ელოდებათ.
"მერსისაიდელებს" გაჩემპიონება მარტშივე შეუძლიათ და თუ ამას მოახერხებენ, ეს იქნება პრემიერლიგის ისტორიაში ყველაზე სწრაფად მოპოვებული ჩემპიონობა. ჯერჯერობით რეკორდი "მანჩესტერ იუნაიტედს" ეკუთვნის, "ეშმაკები" ჩემპიონები 2001 წლის 14
აპრილს გახდნენ.