
ახალი წესით, გუნდები 2-რაუნდიანი დაპირისპირების შემდეგ, თუ საბოლოო შედეგი ფრე იქნება, პირდაპირ პენალტების სერიას ითამაშებენ და დამატებითი დრო აღარ იქნება.
ევროპულმა ფეხბურთის მმართველმა ორგანომ დაადასტურა, რომ ეს ვარიანტი მართლაც განიხილება და ამით გადატვირთული კალენდრის შემსუბუქებას შეეცდებიან.
ივარაუდება, რომ ეს წესი ძალაში მინიმუმ 2027 წლამდე არ შევა, თუმცა იდეა ამ ეტაპზე სერიოზულად განიხილება.
ხშირია შემთხვევა, როდესაც 2 მატჩის ჯამში ფრე ფიქსირდება და გუნდებს დამატებითი ტაიმების ჩატარება უწევთ, ისეც ყოფილა რომ ერთ კონკრეტულ გუნდს ერთ ტურნირზე რამდენიმეჯერ მოუწია დამატებითი დროის თამაში,რაც მართლაც დიდ ენერგიას მოითხოვს. ამას არ ჯობდა რომ ყოფილიყო სტუმრად გატანილი გოლის უპირატესობა? ასეთ შემთხვევაში დამატებითი დრო მინიმუმამდე შემცირდებოდა.
ან მე არ მესმის მხოლოდ ამ სტატიის აზრი ან პრობლემა გვაქვს წაკითხულის გააზრებასთან.
სტატიაში ხაზგასმითაა ნათქვამი ორ რაუნდიან დაპირისპირებაზე. რომელ ევროპის ჩემპიონატის დასკვნით ეტაპზეა მსგავსი ორრაუნდიანი დაპირისპირებები? მანდ ხომ მხოლოდ ერთი თამაშია. ან რომელი ფინალია ორრაუნდიანი?